30 აგვისტოს ტყიბულის ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ტყიბულის “მეშახტესა” და ქუთაისის “ტორპედოს” ვეტერან ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ.

ტურნირი ჩვენს ქალაქში უკვე მეორედ ტარდება, რომელიც დავით გვენეტაძის ხსოვნას მიეძღვნა. აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორი “მეშახტეს” ვეტერანი ფეხბურთელი კახა არსენიძე იყო.
“მეშახტესა” და “ტორპედოს” ვეტერანთა ამხანაგურ მატჩს ამ დღეს საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

საკმაოდ საინტერესო და დაძაბული თამაში კი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. ტყიბულის “მეშახტეს” ფეხბურთელებმა სტუმართა კარში ოთხი ბურთის გატანა შეძლეს, ხოლო “ტორპედოს” ვეტერანებმა კი მასპინძელთა კარში ორი საპასუხო გოლი გაიტანეს.
ამიერიდან ტურნირი ჩვენთან უკვე ტრადიციად დამკვიდრდება.

თეონა ჯანელიძე