ორი კვირის წინ დათვი სოფელ ოჯოლაში ღამით თავს ჩუბინიძეეების ოჯახს დაესხა და მათი სახლის ეზოდან 100 კილოგრამამდე დედა ღორი გაიტაცა. ბოლო ერთი თვის მანძილზე სოფელ ჯვარისაში დათვის შინაურ ცხოველბზე თავდასხმის 4 ფაქტი დაფიქსირდა.

დათვმა მსხვილფეხა პირუტყვი სოფელ ლაშიადანაც გაიტაცა.

ადგილობრივების კოტე დარახველიძისა და რამაზ გიორგაძის განცხადებით, დათვი ღამღამობით სოფლებში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის ეზოებში შედის, ამტვრევს შინაური ცხოველების სადგომს და მიჰყავს მსხილფეხა პირუტყვი. მოსახლეობა ამის გამო შეწუხებულია, მათ ოჯახის მარჩენალ შინაურ ცხოველებს დათვი უნადგურებს.

სოფელმა დასახმარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა. როგორც ისინი აცხადებენ მათ დათვის მოკვლის უფლება არაქვთ და შესაბამისი სამსახურებიდან დახმარებას ითხოვენ.

გიორგი სულაძე