საქართველოს პარლამენტის წევრის, ტყიბულის მაჯორიტარი დეპუტატის, ელისო ჩაფიძის ინიციატივით, კარლო ლომაძის სახელობის თეატრში, მუნიციპალიტეტის პედაგოგიურ საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ,

ლია გიგაურმა, იმერეთის მხარის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელებმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ის სიახლეები გააცვნეს შეხვედრის მონაწილეებს, რომელიც ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ინერგება.
შეკრებილთა წინაშე ვრცელი პრეზენტაცით წარსდგა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. გაიმართა დისკუსია მიმდინარ პროექტებთან დაკავშირებით და მრავალ საინტერესო კითხვას გაეცა პასუხი, რომელიც პედაგოგების ინტერესის საგანს წარმოადგენდა.
შეხვედრის ბოლოს ტყიბულის ადგილობრივი ხელმძღვანელობის სახელით მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ წარმატებული პედაგოგები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

ნანა რაზმაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესმდივანი