40 წლის უსინათლო ზვიად ჩხიკვაძე ყოფილი შახტის ე.წ ,,სტალინი ორის” მიმდებარე ტერიტორიაზე ჯართის შეგროვების დროს ამორტიზირებული შენობის ნანგრევებში მოჰყვა.

სავარაუდოდ ის სინკარიდან ალმატურას ამოღებას სცდილობდა, როცა შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, საპატრულო და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, თუმცა მისი ნანგრევებიდან ამოყვანა მხოლოდ ექსკავატორის საშაუალებით მოხერხდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით დაშავებულს დიდი ზომის მარჯვენა ტერფის დაჟეჟილი ჭრილობა აღენიშნება, რომელიც სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ელისო ჭანტურიძე