ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ დღეს ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში გამგეობის თანამშრომლებს სამსახურის უფროსები წარუდგინა.

რობიზონ გვენეტაძის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სოფიო ბოჭორიშვილი იქნება, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს გიორგი გაგოშიძე უხელმძღვანელებს, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსად ალეკო ფანჩულიძე დაინიშნა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურს თემურ კუბლაშვილი უხელმძღვანელებს, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა სერგო უგრეხელიძემ დაიკავა, ნელი ქარელმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ჩაიბარა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ალეკო ბიბილაშვილი იქნება, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსად კვლავ დავით აბაშიძე დაინიშნა, ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს ისევ კახაბერ ხეცურიანი უხელმძღვანელებს.
გამგებლის განცხადებით ყველაზე მოთხოვნადი სამსახურების მუშაობის ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით, ასევე შეიქმნა განყოფილებები. სულ შექმნილია ხუთი განყოფილება; წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება, აუდიტის და კონტროლის, სახელმწიფო შესყიდვების, ინფრასრუქტურის განყოფილებები და სოციალურ საკითხთა განყოფილება. აქედან სამი განყოფილების უფროსი უკვე დანიშნულია. სოციალურ საკითხთა განყოფილებას კახა ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს, სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებას ჯონდო ქასრაშვილი, ხოლო ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი ზაზა ზოსიაშვილი იქნება.

 

რაც შეეხება გამგებლის მოადგილეებს ეს ადგილები ჯერჯერობით კვლავ ვაკანტური რჩება, თუმცა ერთ-ერთი მოადგილის პოსტს სავარაუდოდ შალვა გაბრიაძე დაიკავებს, ხოლო მეორე მოადგილის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება.

ელისო ჭანტურიძე