არიან ადამიანები, რომელთა ნათელი ხსოვნა დავიწყებით არ იბინდება. შენ სიცოცხლეზე, ოჯახზე ცოლ მეგობრებზე უსაზღვროდ შეყვარებული იყავი.

გვიკვირდა გული როგორ იტევდა ამდენ სიყვარულს, გიყვარდა სიცოცხლე, შეხაროდი უსაყვარლეს პირმშოს, უღალატოდ ედექი გვერდით მეგობრებს, მაგრამ სწორედ ამ საამური ცხოვრების ჟამს გიმუხთლა ბედმა თორნიკე, ტრაგიკულმა შემთხვევამ გიმსხვერპლა ღიმილმჩენი ჭაბუკი.Untitled-1

რა ძნელია, როდესაც ასეთი სიყვარული ახალგაზრდის არყოფნის ჟამი დადგება და მის ადგილს უაზრო სიცარიელე დაისადგურებს… აუტანელი ტკივილი გვბოჭავს, როცა შენს სახელთან საზიზღარ სიკვდილს ვახსენებთ თორნიკევ! კიდევ დაობლდა ერთი პატარა, კიდევ შეემატა ახალგაზრდა ქვრივი ცრემლშეუშრობელი დედა, სიცოცხლე გამწარებუ;ლი მამა, უსაზღვროდ დაღონებული შენი სამეგობრო.

ძნელია უშენობა თორნიკე, ნუგეშის თქმა გვეძნელება შენი მშობლებისათვის. შენ ხომ მათი ერთადერთი შვილი იყავი, მათი იმედი და თვალისჩინი…

თეთრად გადაპენტილი შენი დაბაძველი ყოველ გაზაფხულზე დაგელოდება და როცა ცხოვრებიდან უდროოდ წასულ ახალგაზრდებს გაიხსენებენ ერთ_ერთი შენც იქნები ჩვენო სიცოცხლეზე გულდაწყვეტილო ღიმილის ბიჭო.

სოფელ საწირის უახლოესი მეზობლები თანაგრძნობას უცხადებენ გია და ია გელაძეებს ძმიშვილისა და მაზლისშვილის თორნიკე გელაძის გარდაცვალების გამო.

საწირის თემის გამგეობის, კულტურის სახლისა და სამედიცინო ამბულატორიის თანამშრომლები თანაუგრძნობენ ია, მადონა და თამაზ გელაძეებს თორნიკე გელაძის გარდაცვალების გამო.