ხვალ დილით გასამართ საკრებულოს განმეორებით სხდომამდე, სადაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს ,,ქართულ ოცნებაში” გარკვეული განხეთქილებაა. პარტია პრაქტიკულად ორადაა გაყოფილი და სავარაუდოდ ეს განხეთქილება თანამდებობრივ მისწრაფებას უკავშირდება.

გასულ ორშაბათს საკრებულოს სხდომაზე ,,ქართული ოცნების” 13 წევრამა საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, რასაც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე საბოტაჟის მოწყობის მცდელობას და მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორის ნუგზარ ყიფიანის საკრებულოს საქმინობაში ჩარევას უკავშირებს. ის საკრებულოს წევრებზე გახორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობს.

დღეს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლების ნაწილი შეიკრიბა, რომელთაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი შეხვდა, რომელიც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს ტყიბულში ,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.

რობიზონ გვენეტაძის განცხადებით დღევანდელი შეხვედრა ინოფრმაციული ხასიათის იყო და იქ შეკრებილმა ადამიანებმა გაიგეს თუ რა დამოკიდებულება აქვს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელს და ნუგზარ ყიფიანს, ხოლო ბატონი ნუგზარის ჩამოსვლა კი მოხდა იმის დასაზუსტებლად, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ ,,ქართული ოცნების” კანდიდატი თამაზი კუბლაშვილი მშვიდობიანად და ხმების უმრავლესობით იქნას არჩეული. რაც შეეხება თავად ნუგზარ ყიფიანს მან ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *