რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ფსიქოლოგიური დრამის, კინომატოგრაფიული მხატვრული ფილმის “სიმინდის კუნძულის” პრემიერას, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში შედგა, ჰუმანურობისა და ქველმოქმედების დატვირთვა ჰქონდა. კინოჩვენება საქართველოს პარლამენტის წევრის, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელისო ჩაფიძის ინიციატივით შედგა. საქველმოქმედო აქცია 24 წლის მიშიკო ბახუტაშვილისა და ირმა ტოფაძის ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად გაიმართა და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა, საჯარო მოხელეთა, “ჯი-აი-ჯი” ჯგუფისა და განათლების, კულტურის, სპორტის სიტემაში დასაქმებულ მხარდამჭერთა სახელფასო ფონდიდან მათთვის საჭირო საოპერაციო თანხაც შეგროვდა.

ფილმის პრემიერას იმერეთის მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან ერთად დაესწრო.

კონოსურათი “სიმინდის კუნძული” ტყიბულის წყალსაცავზეა გადაღებული და ორი მოძმე ერის, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე, ადამიანის ბუნების კატაკლიზმებთან ბრძოლასა და ჰარმონიული ცხოვრების თემატიკაზეა აგებული.

ფილმმა კარლოვივარის საერთაშორისო კინოფესტივალის პრემიერაზე გრანპრი მოიპოვა და “ბროლის გლობუსის” მფლობელიც გახდა. სულ მალე, კი, ოქტომბრის თვეში, მსოფლიო კინო ჩვენებაზე, ოსკარის ნომინაციაზე წარდგება, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე უნდა გაიმართოს, სადაც მან საქართველოს სახე უნდა წარმოადგინოს.

ნანა რაზმაძე,
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესმდივანი