ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ტყიბულის რაიონული სავადმყოფოს დირექტორთან, იური ელიაშვილთან ერთად ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში დაშავებული მეშახტეები მოინახულა.


8 ოქტომბერს ტყიბულში მომხდარმა მიწისძვრამ სამთო დარტყმა გამოიწვია, რის შედეგადაც ავთანდილ ტოფაძე და ავთანდილ ასათიანი მინდელის სახელობის შახტში ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვნენ და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს.

მედიკოსების განცხადებით მეშახტეების მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ელისო ჭანტურიძე