საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ ტყიბული-მუხრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც წელს მუხურაში 2500 მ სიგრძის ბეტონისსაფარინი გზის დაგებაა დაგეგმილი რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, 500 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს ,,ტობე” ასრულებს.

აღნიშნული პროექტი გარდამავალი ხასიათისაა და უკვე მეორე წელია ხორციელდება, მესამე ეტაპის სამუშაოები კი მომავალ წელს გაგრძელდება.

ელისო ჭანტურიძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *