სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა თბილისში ლაშა შავდათუაშვილის სახელობის საქართველოს პირველობა ძიუდოში.

აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა 2000-2001 წლებში დაბადებულმა ძიუდოისტებმა მიიღეს. სხვადასხვა რეგიონის ნაკრებ გუნდებს შორის იმერეთის ნაკრებში ტყიბულის სპორტული ცენტრის 4 სპორტსმენი ასპარეზობდა. პირველობაზე ჩვენმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს და საკუთარ ქალაქში საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ.

გარი ზარნაძემ 36 კილოგრამ წონით კატეგორიაში აღნიშნულ შეჯიბრებაზე მეორე ადგილის მოპოვება შეძლო, 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი ილია სულამანიძემ დაიკავა, ხოლო 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში შალვა სულამანიძეს მეშვიდე ადგილი ხვდა წილად.

მძიმე წონით კატეგორიაში, სადაც 32 მონაწილე ასპარეზობდა, მეთექვსმეტე ადგილი დაიკავა ნიკა ოყრეშიძემ, უნდა აღინიშნოს რომ ის ტურნირზე თავის წონაში ყველაზე პატარა მონაწილე იყო.

აღნიშნულ შეჯიბრებაზე ტრავმის გამო ვერ იასპარეზა გიგი მოდებაძემ, თუმცა ის ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადებოდა.

გუნდი შეჯიბრებისათვის მწვრთნელებმა – გია ობოლაძემ, გიგა სოფრომაძემ და შალვა ბიბილაშვილმა მოამზადეს.

თეონა ჯანელიძე