სოფელ ხრესილში, ე.წ. „ბრილისას“  ხიდის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „გზა 21“ ასრულებს. პროექტის საერთო ღირებულება კი 97 219 ლარს შეადგენს.

აღნიშნული ხიდი მომავალში ორ სოფელს ხრესილსა და ბუეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოები აქ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში ნოემბრის ბოლოს დასრულდება და შესაბამისად  „ბრილისას“  ხიდი ექსპლუატაციაში შევა.

ხიდის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრას 25 ოქტომბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე შალვა ჯიშკარიანი დაესწრო.

თეონა ჯანელიძე