2 ნოემბერს ტყიბულში ბარათაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.

შემთხვევის დროს 88 წლის ქალბატონი, თამარ ბარათაშვილი ადგილზევე დაიღუპა. წინასწარი ვარაუდით, ცეცხლი შეშის ღუმელიდან გავრცელდა, რადგან სახლში ელექტროგაყვანილობა არ იყო.

შემთხვევის ადგილზე შეტყობინებისთანავე მობილიზებული იქნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები. თუმცა ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, სახლი კი იმდენად მიუვალი, რომ ადგილზე მისულ მეხანძრეებს სახლი უკვე დამწვარი დახვდათ. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ქალის დამწვარი სხეულის ნაწილები საათნახევრიანი მუშაობის შედეგად იპოვეს, რომელსაც შემდგომ ექსპერტიზა ჩაუტარდა.

თეონა ჯანელიძე