15 ნოემბერს 12 საათზე ტყიბულის მუნიციპალიტეტში გამგეობის ინიციატივით ეწყობა საყოველთაო დასუფთავების აქცია – ,,ტყიბული სისუფთავის ქალაქი“.

დასუფთავების აქციაში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ჩართული იქნება ქალაქის ყველა დაწესებულება და ორგანიზაცია, რომლებიც საკუთარ ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიებს დაასუფთავებენ, მათ შორის სოფლებიც.

მუნიციპალიტეტის გამგეობა მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მიიღოს აქციაში მონაწილეობა და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქალაქის დასუფთავებაში.