მეორე დღეა ტყიბულის მუნიციპალიტეტში ძლიერი ტყის ხანძარი მძვინვარებს.

ცეცხლმა ამ დროისათვის დაახლოებით 4-5 ჰექტარი ფოთლოვანი ტყის მასივი მოიცვა. ხანძრის ლიკვიდაციისათვის მთელი გასული ღამის განმავლობაში და ამ დროისათვისაც მობილიზებულები არიან იმერეთის სამაშველო სამსახურების რაზმები. ადგილზე ვითარებას აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელობა. შექმნილია მოხალისეთა საგანგებო ჯგუფები, რომლებიც სპეციალისტებთან ერთად ხანძრის წერტილოვანი კერების ლოკალიზებას ახორციელებენ.

ნათია მურუსიძე