“ტყიბული – სისუფთავის ქალაქი!” – ამ მოწოდებით გაიმართა საყოველთაო დასუფთავების აქცია ტყიბულის მუნიციპალიტეტში.  სუფთა გარემოს შექმნისა და ქალაქის იერ-სახის მოწესრიგების პროცესში ყველა კერძო თუ საჯარო დაწესებულება ჩაება, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობაც. აქციის ორგანიზატორი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა იყო.

ნათია მურუსიძე