ორი დღის მანძილზე ტარდებოდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების აღმზრდელთათვის ტრენინგები. პროექტი “ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე” დაფინანსებული იქნა ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში (PIN)“-ის მიერ პროექტის „ეფექტური და გამჭვირვალე გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს კი ჩვენთან „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“ ახორციელებს.

  „თანამედროვე მიდგომები სკოლამდელ აღზრდაში“ _ ეს იყო იმ ტრენინგის თემატიკა, რომელზეც ტრენერი მუნიციპალიტეტის თოთხმეტივე საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ესაუბრა. პროექტის მიზანი ახალი, ქართულ-უცხოური მეთოდების დაუფლება და პრაქტიკაში რეალიზებაა.

  პროექტი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა მხარდაჭერილი და მისი თანადაფინანსება ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განახორციელა.

  ორთვიანი პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღების აღმზრდელები კომპიუტერულ კურსებსაც გაივლიან. აღნიშნულ ვადაში ქალაქის ექვსი საბავშვო ბაღისთვის კი, სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ინვენატარის შეძენაც მოხდება.

თეონა ჯანელიძე