24 და 25 ნოემბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრი უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მოღვაწეობას ღონისძიებებს მიუძღვნის.


24 ნოემბერს 16 საათსა და 30 წუთზე თეატრის ფოიეში “აფხაზური სახლის” მშენებლობაში წვლილის შესატანად ამავე დაწესებულების თანამშრომელთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება, ხოლო 17 საათზე კი გაიმართება ჩვენება სპექტაკლისა “დაბრუნება სოხუმში”, სადაც დასწრება უფასო იქნება.

პატრიარქისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს 25 ნოემბერს 18 საათზე საკონცერტო პროგრამა “მადლი ღვთისაგან ჩვენზედა” დაასრულებს. ამ დღისათვის მუნიციპალიტეტის თეატრის თანამშრომლებმა პატრიარქის საგალობლები საგანგებოდ შეისწავლეს, რომელსაც ისინი აღნიშნულ ღონისძიებაზე თავად შეასრულებენ.

თეონა ჯანელიძე