უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ს მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში.

  პატრიარქის იდეას თბილისში „აფხაზური სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენი თეატრის კოლექტივიც გამოეხმაურა და საკუთარი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. ექსპონატებმა, რომლებიც სხვადასხვა გადასაგდებად განწირული ნივთებისაგან შეიქმნა, რამდენიმე თვიანი შემოქმედებითი წვის შედეგად კეთილ საქმეში მიიღო მონაწილეობა. სიმბოლურ ფასად შეფასებული ნივთები მალევე გაიყიდა, რითაც ტყიბულმა საკუთარი მცირედი წვლილი შეიტანა საერო საქმეში. „აფხაზური სახლის“ იდეა ქართველებსა და აფხაზებს შორის კულტურული და სულიერი სიახლოვის დაბრუნების საწინდარი უნდა გახდეს.

  გამოფენა-გაყიდვის დასრულების შემდეგ დამთვალიერებლებმა მუნიციპალიტეტის თეატრის დარბაზში გადაინაცვლა, სადაც გაიმართა ჩვენება სპექტაკლისა „დაბრუნება სოხუმში“. დასწრება თავისუფალი იყო.

ნათია მურუსიძე