ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებ ჰამლეტ რიჟამაძის ექვსსულიან ოჯახს,

რომელსაც სოციალური სამსახურის სააგენტომ წლების წინ სიღარიბის ზღვარსქვემოთ მყოფთა სტატუსი მიანიჭა, აგვისტოს თვეში ახალი დეკლარაციის შედგენის შემდეგ ეს სტატუსი მოეხსნა და შემწეობაც შეუწყვიტა. მცირეწლოვანი სამი შვილით ოჯახი დღესდღეობით, სარჩო-საბადებლისა და ლუკმა-პურის უქონელი, შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა.

მრავალშვილიანმა დედამ, ლელა წივწივაძემ, მაჟორიტარ დეპუტატს, ელისო ჩაფიძეს, დასახმარებლად მიმართა. დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ნათია ამბროლაძე, საწირის თემის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ცქიფურიშვილი რეალური ვითარების გასაცნობად რიჟამაძეების ოჯახს ახალსოფელში ეწვივნენ.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო შუამდგომლობას უწევს სოციალური დაცვის სააგენტოსთან რიჟამაძეების ოჯახს, რათა ხელახლა მოხდეს დეკლარაციის განმეორებითი შევსება და შემწეობის აღდგენა.

ნანა რაზმაძე
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესმდივანი