5 დეკემბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრმა საიუბილეო საღამოს უმასპინძლა. ჩვენი ქალაქის კოლორიტს, კომპოზიტორსა და პედაგოგს ნოდარ ვახტანგაძეს დაბადებიდან 85 და შემოქმედებითი მოღვაწეობის 65 წელი შეუსრულდა. ღონისძიებას ტყიბულის საზოგადოების ყველაზე აქტიური და ცნობადი ნაწილი ესწრებოდა, მათ შორის ვისაც წლების განმავლობაში საქმიანი თუ პირადი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა პატარა ქალაქის ლეგენდადქცეულ ადამიანთან.

ნათია მურუსიძე