ტყიბულის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის გაცნობა მოხდა 10 დეკემბერს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, რომელსაც სამსახურის უფროსები და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსები და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. აღნიშნული გეგმა არაკომერციული ორგანიზაცია “PIN”-ის პროექტის “გამჭვირვალე და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე საქართველოში” ფარგლებში ტყიბულის, სამტრედიისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბებული მრჩეველთა საბჭოს მიერ იქნა შემუშავებული, რომელთა შემადგენლობაში ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო სექტორის, ახალგაზრდობის, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები შედიან. საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მუნიციპალიტეტებში ცხრა შეხვედრა იქნა ორგანიზებული, მათ მიერ გამოვლენილი იქნა ადგილობრივი პრობლემები და პრიორიტეტები. საჯარო შეხვედრებისას გამოვლენილი საკითხების საფუძველზე მრჩეველთა საბჭომ აღნიშნული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლის განხორციელებისთვისაც ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება ერთობლივად გამოყო. 2015 წლისათვის დაგეგმილია სამოქმედო გეგმის განახლებაც.

თეონა ჯანელიძე