14 დეკემბერს ტყიბულში ახალგაზრდების ჯგუფის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. სოციალური ქსელის მეშვეობით გაჟღერებულ მოხალისეობრივ წამოწყებას, გაელემაზებინათ რამდენომე ოჯახისათვის დამდეგი ახალი წელი, არაერთი ახალგაზრდა გამოეხმაურა. ამ საქმის ორგანიზატორები შოთა კუბლაშვილი და გოჩა მოდებაძე არიან, რომლებმაც საკუთარი სამეგობროს დახმარებით შეაგროვეს თანხა და პირობითად არჩეულ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ექვს ოჯახს წინასაახალწლოდ სურსათი და ტკბილეული მიუტანეს. საახალწლო საჩუქრებმა განსაკუთრებით პატარები გაახარა. აღსანიშნავია, რომ ამ კეთილ წამოწყებაში ტყიბულელ ახალგაზრდებთან ერთად ბევრი მათი მეგობარიც ჩაება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციას ერთჯერადი ხასიათი არ ქონია და როგორც მისი ორგანიზატორები გვპირდებიან მომავალში უკვე სხვა ოჯახების დახმარებას შეძლებენ.

ნათია მურუსიძე