ტყიბულის N6 საჯარო სკოლამ ინტელექტუალურ პროექტ “ეტალინის” შესარჩევ ტურს უმასპინძლა. პროექტი მთელი საქართველოს მაშტაბით ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდების გამოვლენასა და წახალისებას ემსახურება. “ეტალონი” ამჯერად ტყიბულელი მოსწავლეების ინტელექტუალური უნარებს წარმოაჩენს. აღნიშნულ პროექტში ჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უმრავლესობა ჩაერთო; კონკურსის პირველი ტურის შედეგად უშუალოდ სკოლებში მოხდა მოსწავლეთა გადარჩევა, რის შემდეგაც 51 გამოჩეულად ნიჭიერი ბავშვი შეირჩა. ღონისძიებას ორგანიზება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურმა საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად გაუკეთა. კონკურსისათვის კითხვები “ეტალონის” რედაქციის მიერ იქნა მოწოდებული.

პროექტ “ეტალონის” შესარჩევი ტურის შედეგად გამოვლინდება 10 ყველაზე ინტელექტუალური მოსწავლე, რომელიც 11 იანვარს თბილისში გადაცემა “ეტალონის” ჩაწერაზე გაემგზავრება და საკუთარ ქალაქს იქ ასახელებს.

ნათია მურუსიძე