საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასავლეთ საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებს შეხვდა. მან მედიის წარმომადგენლებს გასული ათი წლის მანძილზე განხორციელებული სასამართლო რეფორმები გააცნო. მისი თქმით, ერთ-ერთი უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სასამართლოს კორუფციისაგან გათავისუფლება იყო. კოტე კუბლაშვილმა აგრეთვე იმ ხარვეზებზეც ისაუბრა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს სასამართლოში.

ამავე დღეს მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ახლადგარემონტებული დარბაზი გახსნა, რომელიც გაუმჯობესებული აკუსტიკითა და ჟღერადობით გამოირჩევა, რაც სასამართლო პროცესების უკეთ წარმართვას შეუწყობს ხელს.

მსგავსი ტიპის შეხვედრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მედიასთან ურთიერთობის კუთხით ყოველი წლის ბოლოს ახორციელებს და მათ სასამართლოს მუშაობის წლიურ ანგარიშს აცნობს.

თეონა ჯანელიძე