ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ტყიბულში ვეტერანი ფეხბურთელის დავით გვენეტაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქალაქთაშორისო ტურნირი ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას 2000-2001 წლებში დაბადებული მოსწავლეები იღებდნენ.

საფხბურთო ტურნირი მუნიციპალიტეტის თვითმართველობის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტის საფხბურთო სკოლამ და სპორტულმა ცენტრმა ჩაატარა და მასში მონაწილეობას ტყიბულის, ორპირის, ამბროლაურისა და ვანის საფეხბურთო გუნდები იღებდნენ.

ტურნირის გამარჯვებული ტყიბულის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ორპირის გუნდი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

გამარჯვებულები თასებით და სიმბოლური საჩუქრებით ადგილებისა და ნომინაციების მიხედვით დაჯილდოვდნენ.

ორგანიზატორების განცხადებით აღნიშნულ შეჯიბრებას საფუძველი წელს პირველად ჩაეყარა და ის მომავალში უფრო მაშტაბური ხასიათის იქნება.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *