ახალ წელს ტყიბული ტრადიციული განწყობით ხვდება. თუმცა განსაკუთრებულობა დამდეგი 2015 წლისათვის მაინც შეიმჩნევა. ადგილობრივი ძალებით ქალაქი წელს უფრო ლამაზად და ნათელ ფერებში გამოიყურება. ხელისუფლების მიერ სპეციალურად ტყიბულისათვის დამზადებული და ჩამოტანილი იქნა სხვადასხვა საახალწლო მორთულობა. ასევე წელს პირველად ტყიბულში ცენტრალურ მოედანზე 12 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე დაიდგა, რომელიც 500 ფერადი ბურთითა და სათამაშოთი მოირთო. ულამაზესი საახალწლო ნაძვის ხე ფერადმა ნათურებმაც უკვე დაამშვენა.

  საახალწლოდ წელს ქალაქის ცენტრალური ქუჩაც მთლიანად საზეიმოდ განათდა. ფერადი გირლიანდებით საგანგებოდ მორთული ტყიბული ახალი წლის შესახვედრად უკვე მზადაა. ტყიბულელები კი 2015 წლის დადგომას განსაკუთრებული ხალისით ელოდებიან.

თეონა ჯანელიძე