ტყიბულის სპორტულმა ცენტრმა მუნიციპალიტეტის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები გამოავლინა. ისინი 26 დეკემბერს სპორტული ცენტრის დირექტორმა ვარლამ კობახიძემ პირადად დააჯილდოვა. საუკეთესოები შვიდი კომპეტენტური მწვრთნელისაგან დაკომპლექტებულმა კომისიამ გამოავლინა, რომელსაც როინი მდივანი ხელმძღვანელობდა.

  მათი გადაწყვეტილებით საუკეთესო სპორტსმენებს შორის I ადგილის ტიტული ძიუდოისტმა გარი ზარნაძემ მიიღო, II ადგილზე მოკრივე ვანო მაჩიტიძე გავიდა, ხოლო III ადგილის მფლობელები კი სპორტსმენი თავისუფალ ჭიდაობაში ილია სულამანიძე, კარასისტი გიორგი ჭიჭიკოშვილი, მოჭადრაკე დავით ცქიფურიშვილი და კალათბურთელი ზურა მიქიაშვილი გახდნენ.

  საუკეთესო მწვრთნელებს შორის I ადგილი ძიუდოს მწვრთნელმა გია ობოლაძემ მოიპოვა, II ადგილზე მოკრივეთა მწვრთნელი გია დვალი გავიდა, ხოლო III ადგილის მფლობელი მწვრთნელი ქართულ ჭიდაობაში გიგა სოფრომაძეა.

  მათ საჩუქრად ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

თეონა ჯანელიძე