„ახალგაზრდები აქტიური მოქალაქეობისათვის“ _ ასეთია პროექტის სახელწოდება, რომელიც ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის მიერ დაიწერა და მიზნად ისახავს ამავე სეგმენტში არაფორმალური განათლების მიღებასა და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას.

  პროექტი არაკომერციული ორგანიზაცია “ადამიანი გაჭირვებაში” მიერ დაფინანსდა. მასში ტყიბულის მუნიციპალიტეტის 15-მდე საჯარო სკოლიდან 450 ბენეფიციარი იყო ჩართული, მათ შორის, არამარტო მოსწავლეები, არამედ ახალგაზრდები და მასწავლებლებიც კი. თითოეულ სკოლაში ჩატარებული იქნა ტრეინგ-სემინარები, მოხდა ფილმების გარჩევა. აღსანიშნავია, რომ პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა. ტრენინგების შემდეეგ გამოცხადდა კონკურსი „მე აქტიური მოქალაქე,“ რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოებულნი იქნენ სამახსოვრო საჩუქრებით.

ნათია მურუსიძე