ტყიბულელი ახალგაზრდებისათვის წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივმა თვითმმათველობამ იზრუნა და მუნიციპალიტეტის თეატრში ლაზერ შოუ მოაწყო. ამ იდეის ავტორი DJ სომალია, რომელმაც საათნახევრიანი პროგრამა შესთავაზა ჩვენი ქალაქის ახალგაზრდობას. პროგრამა რომ გაცილებით სანახაობრივი ყოფილიყო, რამდენიმე საჯარო სკოლამ საკუთარი სურვილით იუმორისტული სკეტჩები წარმოადგინა და დარბაზი კიდევ უფრო გაამხიარულა. DJ სომალის მუსიკამ და ფერადმა განათებამ ყველანი საცეკვაო განწყობაზე დააყენა.

ნათია მურუსიძე