ორგანიზაცია „ნაბიჯი ტყიბული“ დაფუძნების დღიდან აქტიურად მუშაობს რათა გააუმჯობესოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველდღიური და ყოველმხრივი მდგომარეობა.   გამოასწოროს და შეცვალოს ის არასწორი და უსამართლო მიდგომები, რაც წლების მანძილზე სერიოზულ ბარიერებად წარმოიქნება შშმ პირების წინაშე და ხელს უშლის მათ თანასწორუფლებიან, სრულფასოვან ცხოვრობას.

  ორგანიზაციის ერთ – ერთი მიზანია გახსნას დღის ცენტრი, რომლიც უზრუნველყოფს, შშმ პირებისათვის სხვადასხვა სახის თერაპიულ, შრომით და სოციალურ აქტივობებში ჩართვას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სოციალურ-ადაპტაციურ (მათ შორის, საყოფაცხოვრებო და პროფესიული) უნარების განვითარებას. სოციალური ინტეგრაციის გაზრდის მიზნით, უზრუნველყოფს შშმ პირების მონაწილეობას სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ გამაჯანსაღებელ და სხვა სახის ღონისძიებებში.

  ორგანიზაციის დაფუძნების დღიდან (2014 წლის 27 მარტი), აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ქალაქ ტყიბულის ხელმძღვანელ პირებთან, დღის ცენტრისათვის საჭირო შენობის გადმოცემის საკითხზე. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი და მივიღეთ დიდი მხარდაჭერა. 2014 წლის 31 დეკემბერს, ორგანიზაცია „ნაბიჯი ტყიბული“ -ს, დღის ცენტრის გასახსნელად, შეღავათიანი პირობებით, 10 წლის ვადით გადმოეცა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, ვარდოსანიიძეების ქ. 29 -ში მდებარე, ყოფილი მე- 8 საბავშვო ბაღის შენობა.

  თანამშრომლობისა და გაწეული დახმარებისათვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ, ქალაქ ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს ქალბატონ ელისო ჩაფიძეს, ქალაქ ტყიბულის გამგებელს ბატონ რობიზონ გვენეტაძეს, ქალაქ ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ თამაზ კუბლაშვილს, ქალაქ ტყიბულის გამეგობის და საკრებულოს აპარატის თითოეულ თანამშრომელს.

  საინფორმაციო მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდით საინფორმაციო სააგენტო „ოკრიბანიუსს“.

  აქვე გვინდა ავღნიშნოთ რომ, „ნაბიჯი ტყიბული“ წარმოადგენს არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომლის მატერიალურ – ფინანსური ქონებაც იქნებნა გრანტებით, ქველმოქმედებით და უსასყიდლო შემოწირულობებით მიღებული თანხებით ან/და ნივთებით, ამიტომ ჩვენი სრულფასოვანი მუშაობისათვის, თითოეული თანაქალაქელის მხარდაჭერა და თანადგომა აუცილებელია