ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე  და თვითმმართველობის ორგანოთა სხვა წარმომადგენლები დავითობის დღესასწულთან დაკავშირებით გელათში იმყოფებოდნენ.

12

 

წმინდა მეფის ხსენების დღეს გელათში, ასევე იმყოფებოდა იმერეთში, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

დღესასწაულთან დაკავშირებით გელათის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო ღვთისმსახურება ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ აღავლინა.  გაიმართა ახალბედა ჩოხოსნების კურთხევის ცერემონია, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი ამ დღეს ტყიბულელი ჯაბა ლომთაძეც გახდა.

 ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა