დღეს ტყიბულში  სწავლაში წარმატებული მოსწვლეები დააჯილდოვეს. 2013-2014 სასწავლო წლის ხუთი საჯარო სკოლის ცხრამეტ კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები, სიგელებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრმა,  ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა და  ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.    

თექვსმეტი ოქროსა და სამი ვერცხლის  მედალოსანს  ადგილობრივი ხელისუფლებისგან ,,ბიბლუსის“  50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ. ბარათების  საშუალებით ისინი ,,ბიბლუსის” მაღაზიებში სასურველ წიგნებს შეიძენენ. სამადლობელი სიგელები   წარმატებული მოსწავლეების მშობლებმა და სკოლის დირექტორებმაც მიიღეს.