ტყიბულში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის დედა და დეიდა ამბობს, სახლში მისვლისას ბავშვი საწოლზე უგონო მდგომარეობაში დახვდათ, რის შემდეგადაც საავადმყოფოში წაიყვანეს.

დედა ამბობს, რომ გარდაცვლილი მისი ერთადერთი შვილია და ეპილეფსიით იყო დაავადებული. საავადმყოფოში ამბობენ, როდესაც დედამ ბავშვი იქ მიიყვანა, ის უკვე გარდაცვლილი იყო, რის შემდეგაც ცხედარი პოლიციამ ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანა, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდება გარდაცვალების მიზეზი.

ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და დაკრძალვის თანხებიც არ აქვს. როგორც მშობლებმა თქვეს, სასახლის შეძენა შეძლეს და ბავშვს შაბათს დაკრძალავენ.

გარდაცვლილის, 7 წლის დათო ანდრიხაევას დედა, მის დასთან და 5 შვილთან ერთად ძველი შენობის ორ ოთახში, მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.