ცეცხლმოკიდებული სახლი მეზობლებმა გამთენიისას შენიშნეს და სამაშველო სამსახურს აცნობეს. ადგილზე იქნა მობილიზებული ტყიბულისა და ქუთაისის სამაშველო ბრიგადები, რომელთაც ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს. სახლი მთლიანად დაიწვა, ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. გადარჩა მხოლოდ სარდაფის ორი ოთახი.

სახლში მარტოხელა 52 წლის მამაკაცი ცხოვრობდა, რომელმაც ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა მოახერხა და დაწვას გადაურჩა. მან მხოლოდ მსუბუქი დამწვრობა მიიღო.