ტყიბულის მუნიციპალიტეტის №2 საჯარო სკოლაში კომპიუტერული კაბინეტი შეიქმნა. საკლასო ოთახი, მშობლიური სკოლის კურსდამთავრებულის ელგუჯა გოცირიძის სპონსორობით მოეწყო და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა.

11173524_553555908119784_1040629388_n

18 აპრილს, კაბინეტი საზეიმო ვითარებაში ჩაჩავს სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ელგუჯა გოცირიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ და იმერეთის მხარის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გახსნეს.
საზეიმო ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება, ამავე სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
№2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უკვე საშუალება აქვთ, თანამეროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაიადვილონ სწავლის პროცესი და აიმაღლონ ცოდნა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.