გოჩა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკამ ერთწლიანი პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები იმერეთიდან დაიწყო. 3 ივლისს კლინიკის სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული გუნდი ტყიბულში იმყოფებოდა და მთელი დღის მანძილზე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო კონსულტაციასთან ერთად სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევებს უტარებდა. აქციის ფარგლებში პაციენტებს მედიკამენტებიც გადაეცათ.
ამ დღეს ტყიბულში ჩამოვიდა კლინიკის დირექტორი გოჩა ინგოროყვაც. აქვე იმყოფებოდნენ იმერეთის მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში კლინიკის ხელმძღვანელობა მსგავსი სახის აქციის ჩატარებას ტყიბულის შემდეგ ბაღდათის, ვანისა და თერჯოლის მოსახლეობისთვის გეგმავს. პროექტის მიზანი კი საქართველოს რეგიონებში დაავადებების პრევენციისა და დროული დიაგნოსტიკის ხელშეწყობაა.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *