კომპანია უერთდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი ჩატერებულ ღონისძიებებს. „მწვანე საფარის აღდგენის“ ფარგლებში კომპანიამ ტყიბულში ,,მომავლის ხეივანში„ კიპარისი დარგო .
,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“-ის მეშახტეებმა თბოელექროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ,,მომავლის ხეივანს“ კიდევ 50 ძირი კიპარისი შემატეს.
,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ეკო პროექტებსა და ბუნების დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებში. .
პროექტ ,,დატოვე შენი მწვანე კვალის” ფარგლებში საქნახშირი შემეცნებით, საგანმანათლებლო და სხვადასხვა აქციებს უკვე ტრადიციულად აწყობს.