განმეორებითი კენჭისყრის შედეგები

განმეორებითმა კენჭისყრამ ტყიბულის #57-ე ოლქის მე-2 და მე-5 საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე ჩაიარა. ორივე უბანი საღამოს 8 საათზე დაიხურა და ხმის დათვლის პროცედურაც წესების სრული დაცვით ჩატარდა.

თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. ორივე უბანზე საარჩევნო სიაში სულ რეგისტრირებული იყო 2034 მოქალაქე, აქედან ქენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 950 ამომრჩეველმა.

საერთო ჯამში განმეორებით კენჭისყრას პირველად შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, შესაბამისად ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით თამაზი კუბლაშვილი იქნება.

 

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.