საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია 2015 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში, პრესის სახლში, 11 საათზე, იმერეთის რეგიონის ჟურნალისტებისათვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრა-სემინარს ტრეფიკინგის პრევენციის საკითხებზე.
სემინარი იმართება საგრანტო პროექტის ფარგლებში „რეგიონული მედია ტრეფიკინგის პრევენციისთვის იმერეთში“ , რომელიც დაფინანსებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და მის ადმინისტრირებას ახორციელებს დანაშაულის პრევენციის ცენტრი.

სემინარს წარმართავენ: რეგიონული მედიის ასოციაციის, იუსტიციის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო მისიის წარმომადგენლები
პროექტის მიზანია ტრეფიკინგის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთის რეგიონში (ქალაქებსა და სოფლებში), საინფორმაციო შეხვედრებისა და მასობრივი საინფორმაციო კამპანიის წარმოების გზით.
სემინარზე მოწვეული არიან იმერეთის რეგიონში არსებული პრესიის, ტელე-რადიო მაუწყებლობისა და ინტერნეტმედიის წარმომადგენლები. ისინი მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
• ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ საქართველოში არსებული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა და განხორციელებული ღონისძიებები;
• ლეგალური მიგრაციის გზები;
• ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები საზღვარგარეთ და შეთავაზების სანდოობის დადგენა;
• მიგრანტების უფლებები და მოვალეობები;
• არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები – ტრეფიკინგი;
• სამშობლოში დაბრუნებაში ხელშეწყობა და სარეინტეგრაციო პროგრამები
• ტრეფიკინგი, როგორც სისხლის სამართლებრივი დანაშაული;
• ტრეფიკინგის თემების გაშუქება – ამ სფეროში ინფორმაციის წყაროების მოძიება, როგორ უნდა გავაშუქოთ ასეთი თემები
• ტრეფიკინგის გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკის ნორმები

სემინარზევე გამოცხადდება კონკურსი რეგიონული მედიისთვის, საუკეთესო ბეჭდური სტატიის, საუკეთესო მულტიმედიური ონლაინმასალის, საუკეთესო ტელე და რადიო სიუჟეტისთვის.
პროექტის დასასრულს, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ინტელექტუალური პრიზებით.

ჩვენი მისამართია: ქუთაისი, რუსთაველის 37ა, პრესის სახლი, მეოთხე სართული, გაზეთ P.S. -ის საკონფერენციო დარბაზი

საკონტაქტო ტელეფონებია:
577 24 77 11 ან 599 10 77 94 ნატო გუბელაძე, პროექტის დირექტორი.