ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა ტყიბულში # მე-2 და მე-5 საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს. ორივე უბანი კანონით გათვალისწინებულ დროს დილის 7 საათზე გაიხსნა, ხოლო ხმის მიცემის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო.

უბნებზე კენჭისყრის პროცედურა მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნებზე 14 საათისათვის ამომრჩეველთა საშუალოზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება.

განმეორებითი კენჭისყრა ტყიბულში იმ საარჩევნო უბნებზე ტარდება, სადაც დარღვევები იქნა აღმოჩენილი, აღმოჩენილი დარვევების საფუძველზე კი შედეგების გაბათილება მოხდა.

თვითმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა საქართველოს მასშტაბით 9 ოლქის 14 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს.

 

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.