ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს შაბათს, ტყიბულში სახალხო დღესასწაული „ტყიბულქალაქობა-2015“ გაიმართბა.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების გახსნა.კულტურული,საბავშვო და სპორტული ღონისძიებები.დღესასწაული დასრულდება კონცერტით და დასახელდება ტყიბულის საპატიო მოქალაქეები.
გთავაზობთ „ტყიბულქალაქობა-2015“ის დღის ღონისძიებების პროგრამას
12:00 სთ -საცურაო აუზის გახსნა.
12:30 სთ -მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში საკონცერტო დარბაზის გახსნა.
13: 00 სთ -ნოდარ ვახტანგაძის ვარსკვლავის გახნა.
13: 00 სთ-სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
13: 00 სთ -სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ მოლბერტზე ხატვა კლასიკური მუსიკის ფონზე.
13: 30 სთ -ასფალტზე ხატვა.
13:30 სთ -სპორტული ღონისძიებები.
14:00 სთ -საბავშვო ღონისძიება პატარებისათვის.
14:30 სთ -ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული ოკრიბის წარმოსახვა – ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინიდსტრაციული ერთეულებისათვის დამახასიათებელი ფოლკლორისა და სამზარეულოს წარმოჩინება.
14:30 სთ – ხალხური რეწვის ნიმუშებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონანტების გამოფენა.
15:00 სთ – დასკვნითი კონცერტი – ტყიბულის საპატიო მოქალაქეების დასახელება.
ტყიბულქალაქობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, მოსწავლე ახლგაზრდობის სასახლისა და თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე.