ტყიბულში სახალხახო დღესასწაული „ტყიბულქლაქობა 2015“ იზეიმეს. დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. გაიხსნა ახლადრეაბილიტირებული საცურაო აუზი და მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზი.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, ხელოვანის ნოდარ ვახტანგაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
ღია ცისქვეშ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელმა წარმოადგინა “ეთნოგრაფიული ოკრიბა”,თავისი დამახასიათბელი ფოლკლორითა და სამზარეულოთი.
სოციალური მომსახურების სააგენტოსთან,კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“,ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ტყიბულის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიხსნა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსი.
ასევე დასახელდა ტყიბულის საპატიო მოქალაქეები: იური ელიაშვილი; ლევან ჭოლაძე; მერაბი ჯიშიაშვილი; ლენგერი ბოჭორიშვილი; რობერტი გოგოლაშვილი.
tyibuloba ღონისძიებებს ესწრებოდა ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი შალამბერიძე სასულიერო პირებთან ერთად.  საქართველოს პარლამენის წევრები: ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და ომარ ნიშნიანიძე. ასევე იმერეთის მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე.
ღონისძიებები საზეიმო კონცერტით დასრულდა თეატრში,რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და „ქართული ხმები“.
დღესასწაული ადგილობრივი თვითმართველობის მიერ იყო ორგანიზებული და მას სპონსორობა კომპანია “ საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ ჯგუფმა გაუწია.