თბილისი (GBC) – ტყიბულში „საქნახშირი ჯი‐აი‐ჯის”, „ტყიბული ნაბიჯისა” და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით შშმ პირებისათის პირველი პანდუსი  გაკეთდა, ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა არა დედაქალაქში არამედ რეგიონში ბიზნესის, სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლობის შედეგად  აღნიშნული სოციალური პროექტი განხორციელდა.

პანდუსი ყველა საერთაშორისო   სტანდარტისა  და ნორმის  დაცვით არის  გაკეთებული. დაცულია როგორც კონსტრუქციის დახრა, ორმხრივი სახელურები, კიბის  სიმაღლე და განი ასევე პანდუსის  სიგანე, ფილების ფაქტურა.

პირველი პანდუსი ტყიბულში გამგეობის სოციალური მომსახურების სააგენტოს შესასვლელთან დამოტაჟდა.

დაგეგმილია კიდევ ორი კონსტრუქციის მშენებლობა: ტყიბულის თეატრის  შენობაზე, როგორც შენობის  გარეთ ასევე შენობაში შიდა პანდუსის მონტაჟი და ტყიბულის “სამთო ინსტიტუტის” შენობის ადაპტირება  შშმ პირებისათის.

„დასრულდა პირველი პანდუსის მშენებლობა ტყიბულის სოციალური მომსახურების სააგენტოზე. იქ მისულ ადამიანებს უკვე თავისუფლად და ყოველგვარი დამცირების გარეშე შეუძლიათ მიიღონ ის მომსახურება რომელსაც აღნიშნული სამსახური გასცემს. პროექტი “საქნახშირი ჯი‐აი‐ჯი ჯგუფის” დაფინანსებით და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარებით განხორციელდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს,   რომლებმაც უდიდესი დახმარება გამიწიეს მშენებლობის პერიოდში,    გვერდით მიდგანან და მეხმარებიან ამ არც ისე მარტივი საქმის ბოლომდე წარმატებით მიყვანაში.” ‐  განაცხადა “ნაბიჯი ტყიბულის”‐დამფუძნებელმა გიგა სოფრომაძემ.

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის ლევან ჭოლაძის განცხადებით: “ეს არის მნიშვნელოვანი და ძალიან ღირებული პროექტი, როდესაც ბიზნესი, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციის ძალისხმევით    ასეთი კეთილი და აუცილებელი საქმე კეთდება. ტყიბულში კიდევ ორი    პანდუსის მონტაჟს ვგეგმავთ,  ყველა მათგანი იქნება  საერთაშორისო ნორმებისა და სტარნტარდების  შესაბამისი. გვიხარია, რომ ამ მხრივ ნოვატორები ვართ რეგიონებში. ‘’როგორც სოციალური    პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას „საქნახშირი ჯი‐აი‐ჯი” ჯგუფს სოციალური პროექტებში ჩართულობა, თანამონაწილეობა და მათი განხორციელება  პრიორიტეტად მიაჩნია და  კომპანია არაერთი პროექტის ინიციატორი და დამფინანსებელია”