ტყიბულში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ს და „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“ს მიერ ხორციელდება პროექტი „ნარჩენების მართვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“, რომელიც აშშ საელჩოს მიერ არის დაფინანსებული. პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრში, რამდენიმე ადგილას 4 კონტეინერი დაიდგა პლასტმასის ნარჩენებისათვის.

ასევე ახლო მომავალში საპილოტე სკოლებში: ტყიბულის N1 და N6 საჯარო სკოლებში განხორციელდება მაკულატურის შეგროვება,სადაც ამ მიზნისათვის განთავსდება სპეციალური კონტეინერები.
აღსანიშნავია ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა და მზადყოფნა ხელი შეუწყოს პროექტით დაგეგმილი საქმიანობის რეალიზაციას. კერძოდ, კონტეინერების დაცლასა და ნარჩენების შემდგომ განკარგვას განახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახური.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ტრეინინგ-სემინარების ორგანიზებას ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ, სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებისათვის განხორციელდება პუბლიკაციები, საპილოტე სკოლებში მოსწავლეებისათვის ჩატარდება შეხვედრები ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების მნიშვნელობის შესახებ.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ღონისძიებების რეალიზაცია ქ.ბოლნისში, სადაც პროექტის პარტნიორია ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი.