ტყიბულში 16 ნოემბერს ლიტერატურულ კაფეში გალაკტიონ ტაბიძის იუბილისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო “გალაკტიონი გალაკტიონზე“ გაიმართა.

ლიტერატურული კაფეს „მზიანი ღამის“ ახალგაზრდა კლუბის წევრებმა სტუმბრებს წარუდგინეს ბევრისთვის „უცნობი გალაკტიონი“, “ პოეტების მეფე და არა – მეფის პოეტი“, თავისი ყოველდღიური სულის ამბოხითა და გენიისათვის დამახასიათებელი შარავანდედით.
ლიტერატურული კაფეს ხელმძღვანელების – თენგიზ გაგოშიძისა და დიანა ტურძილაძის სცენარით შექმნილ ლიტერატურულ კომპოზიციას,რომელიც ბავშვებმა წარმოადგინეს, დიდი ინტერესით შეხვდა ხელოვნების ჯეროვნად შემფასებელი საზოგადოება და ნიჭიერ ბავშვებს დამსახურებული ოვაციები ერგოთ.
საღამოს ესწრებოდნენ ლიტერატურული კაფეს მუდმივი ქომაგი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, არაკომერციული ორგანიზაცია “ადამიანი გაჭირვებაში” PIN-ისა და ტყიბულის საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლები.ღონისძიებაზე სტუმართა შორის იყო ერთერთი „მზიანი ღამელი“ ახალგაზრდა პოეტი ქეთი სიხარულიძე,რომელმაც მოწვეულ სტუმრებს საკუთარი ლექსი წაუკითხა.
ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორები ლამაზი საღამოების გამართვას კვლავ დაპირდნენ ლიტერატურული კაფეს სტუმრებს.