ტყიბულში მეშახტეების შვილებს „საქნახშირი ჯი-აი-ჯი“მ   ახალი წელი მიულოცა. კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და უკვე რამდენიმე წელია ყოველთვის წინასაახალწლოდ ტყიბულის თეატრში  მეშახტეთა ბავშვებისათვის საახალწლო კარნავალს მართავს.

წლევანდელ საახალწლო კარნავალში ევროვიზიის კონკურსის მონაწილეები, “ბზიკები”, “ვირუსი” ლიზი  პოპი, ჟონგლიორები, რობოტები ბავშვებისათვის მღეროდნენ და  ცეკვავდნენ.ილუზიონისტმა ბაშვებთან ერთად სახალისო ნომრები შეასრულა.

კონცერტი გოგიჩას მიჰყავდა და მასთან ერთად ყველანი აქტიურობდა სცენაზე და დარბაზში.

კონცერტის ბოლოს ბაშვებმა კომპანიისგან საჩუქრად ტკბილეული მიიღეს.