ტყიბულის სამხატვრო სკოლაში გამოსაშვები კლასის გამოფენა გაიმართა, სადაც სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულებმა თავიანთი ნამუშევრები დამთვალიერებლების წინაშე წარმოადგინეს. დამამთავრებელი კლასის გამოფენაზე სულ ასამდე ნამუშევარი იყო გამოფენილი, როგორც ფერწერასა და გრაფიკში, ასევე გამოყენებითი ხელოვნებაში, ქანდაკებასა და მოდელირებაში.
გამოფენაზე კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც გამოფენილი ნამუშევრები მოიწონეს და ბავშვებს წარმატებები უსურვეს.
ბავშვები სამხატვრო სკოლაში ხატვის ხელოვნებას 4 წელი ეუფლებოდნენ, შესაბამისად სამხატვრო სკოლის ათივე კურსდამთაბრებულს სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ დამამთავრებელი კლასის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ.

 

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *