ელჩი იან კელი გელათის მონასტერს ესტუმრა და აშშ-ის საელჩოსა და სხვა პარტნიორების დახმარებით მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოები დაათვალიერა.

2003 წლის შემდეგ აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა გელათის ფრესკების, საძირკვლისა და სახურავის ფილების შენარჩუნებასა და აღდგენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. სამუშაოების დაწყების დღიდან, სეისმური და ბუნებრივი პირობებით მიყენებული ზიანის აღსადგენად, აშშ-მ გელათს 700,000 დოლარზე მეტი გამოუყო.
აშშ საელჩო თბილისში,ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ინფორმაცია.