ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში დასაქმებული 1 000-მდე მეშახტე გაიფიცა მათი მოთხოვნა ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

“ტყიბულს აღარ აქვს მაღალმთიანი ზონის სტატუსი. ამის გამო, ხელფასებზე იანვრიდან 10%-ის ნაცვლად, 20% გვექვითება, რამაც ჩვენს შემოსავალზე იმოქმედა. ამიტომ მოვითხოვთ ხელფასების გაზრდას. ჩვენი მოთხოვნაა ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესება”, – აცხადებენ მეშახტეები..
აქციის მონაწილეებს ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატ ელისო ჩაფიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც სურთ.